"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", გერმანელ ექსპერთებთან ერთად, პეკინის ქუჩაზე ცენტრალურ მაგისტრალურ ქსელზე მთავარი სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს გამავალი 1000 მმ-იანი, 1.3 კმ სიგრძის მაგისტრალის განახლება უახლესი ევროპული ტექნოლოგიით მოხდება, რაშიც კომპანიას გერმანული ფირმის, RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტები დაეხმარებიან, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
პარალელურად განხორციელდება 1000მმ-იანი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟება. ასევე, მოეწყობა 500 მმ-იანი წყალსადენის ქსელის დამცლელი.
მაგისტრალური მილის რეაბილიტაციის შემდეგ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განსახორციელებელი სამუშაოების დასკვნით ეტაპზე გადავა. აღნიშნულ პროექტში, კომპანია 3 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
რაც შეეხება gwp-ის სხვა სამუშაოებს:
ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე, N37-თან წყალსადენის მაგისტრალური ქსელის 80 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. სამუშაოების პარალელურად ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა განახლდა და ევროსტანდარტის შესაბამისი ოთხი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. შედეგად, ვაკის რაიონში შემდგომი ტექნიკური სამუშაოების დროს წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება.
გლდანის რაიონში, თეთრი ტბის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 3 კმ სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. ასევე, ახალი ევროსტანდარტის 18 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, კომპანია 230 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ნაძალადევის რაიონში, ნიკო მარის პირველ ჩიხში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 670 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
ისნის რაიონში, ზურაბიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალარინების ქსელის 680 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
ნაძალადევის რაიონში, ინანიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და 8 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
ამავე რაიონში, კოკინაკის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 470 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და 4 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
ნაძალადევის რაიონში, ჯავის ქუჩის მე-2 და მე-3 შესახვევებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 1.7 კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და 17 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
კრწანისის რაიონში, იეთიმ გურჯის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება – წყალსადენის ქსელის 1350 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, კომპანია 240 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ნაძალადევის რაიონში: მონადირის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 2690 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და 11 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. კომპანია, აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, 180 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
გლდანის რაიონში: ავჭალა 1-ის სამხედრო დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია – წყალსადენის ქსელის 2.6 კმ სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
ჩუღურეთის რაიონში: ქურდიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა – წყალარინების ქსელის 105 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.