ჰაკერებმა მოპარული 610 მილიონი აშშ დოლარის კრიპტოვალუტის ნახევარი დააბრუნეს

18

ჰაკერებმა ბლოკჩეინ-პლატფორმა Poly Network-დან მოპარული კრიპტოვალუტების თითქმის ნახევარი უკან დაუბრუნეს.

პლატფორმის ცნობით, ჰაკერებმა თავდაპირველად 4,7 მილიონის ღირებულების მოპარული ბიტკოინი დაუბრუნეს, ხოლო მოგვიანებით – 258 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა.

Poly Network-ის პლატფორმიდან უცნობმა ჰაკერებმა 610 მილიონი აშშ დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს.  კიბერუსაფრთხოების ექსპერტების განმარტებით, კიბერშეტევა თვეების განმავლობაში იგეგმებოდა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ Poly Network-ს არ გააჩნია დაზღვევისა თუ ზარალის ანაზღაურების სერვისები, შესაბამისად, დაზარალებულ პირებს დაკარგული კრიპტოვალუტები უკან არ დაუბრუნდებათ.

Comments
Loading...