მულტიფუნქციური საკონცერტო დარბაზი SPACEHALL წარმოგიდგენთ ლეგენდარულ პროდიუსერს RICHIE HAWTIN a.k.a PLASTIKMAN.
მის მუსიკაზე ყველაზე დიდი გავლენა დეტროიტ ტექნომ და ისეთმა კოლექტივმა მოახდინა, როგორიცაა KRAFTWERK. PLASTIKMAN-ს პირველი წარმატება სინგლმა SPASTIK მოუტანა..
ლეიბლები PLUS8 და M_NUS, ონლაინ პორტალი BEATPORT, CNTRL ლექციებისა და მასტერკლასების სერიები მუსიკასა და დიჯეინგის ხელოვნებაზე – ეს სულ მცირე ჩამონათვალია, რის გამოც RICHIE HAWTIN-ის სახელი ერთხელ მაინც გსმენიათ.
წარმოშობით ბრიტანელი არტისტი მუსიკით ბავშვობაში დაინტერესდა, მას მერე, რაც კანადაში ოჯახთან ერთად გადასახლდა – მამის გავლენით გაეცნო ელექტრონულ მუსიკას.
80-იან წლებში დაარსა ლეიბლი PLUS8 და მოგვიანებით ისეთი არტისტები აღმოაჩინა, როგორებიც არიან SPEEDY J, KENNY LARKIN, JON GAISER.
4 წლის განმავლობაში იბიცაზე მისი ინიციატივით არსებობდა ისეთი ცნობილი სივრცე, როგორიცაა ENTER. მოგვიანებით მისი კონცეფცია შოუდ გარდაიქმნა და მსოფლიოს არაერთი მეგაპოლისი მოიარა.
RICHIE HAWTIN-მა მოახერხა და თავისი მუსიკა ხელოვნების სხვა ჟანრებთან მტკიცედ დააკავშირა. 2006 წელს ჰოტინმა ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალისათვის ტურინში იტალიელ ქორეოგრაფთან ENZO COSIMI-სთან ერთად მუსიკა მონო პერფორმანსისთვის შექმნა.
2011 წელს SIR ANISH KAPOOR-თან ერთად პარიზის საგამოფენო კომპლექსი GRAND PALAIS გრანდიოზულ ინსტალაციად აქცია.
DIOR-ის ყოფილი კრეატიული დირექტორის, რაფ სიმონსის თხოვნით ნიუ-იორკის სახელგანთქმულ მუზეუმში, GUGGENHEIM სპეციალური პერფორმანსი გამართა.
"თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ინტელექტუალური ძალა" – ასე უწოდა THE NEW YORK TIMES-მა ჰოტინს. მუსიკოსმა 2015 წელს ჰადერსფილდის უნივესიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო მუსიკალური ტექნოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
11 მაისს მოისმენთ, ასევე, ბერლინში მოღვაწე იაპონელ დიჯეისა და პროდიუსერს, HITO. ის 2012 წელს ჰოტინის ENTER-ის რეზიდენტი გახდა. გასული წელი არტისტისთვის საკმაოდ წარმატებული იყო – მან ისეთ კლუბებში დაუკრა, როგორებიცაა პარიზის REX, ლონდონის FABRIC, AWAKEENINGS-ის ფესტივალი.
SPACEHALL-ში მოისმინეთ BLIND OBSERVATORY-ს. პროექტი სამეცნიერო ფანტასტიკის გავლენით შეიქმნა. ჰოტინის ყურადღების ცენტრში კი მას მერე მოექცა, ENTER-ში პირველად დაუკრა.