12 დასახელების ქართულმა ღვინომ ტოკიოში საერთაშორისო კონკურსში უმაღლესი ჯილოები მიიღო

601

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საერთაშორისო კონკურსში "საკურა" (The 4rd "Sakura" Japan Women’s Wine Awards 2017) უმაღლესი ჯილდოები – ერთი "ორმაგი ოქრო", ექვსი – ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

მათივე ინფორმაციით, "საკურას" საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

მსგავს ღონისძიებებში წარმატება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას, არა მარტო იაპონიის, არამედ ზოგადად აზიის ბაზარზე.

სულ კონკურსში 37 ქვეყნის 4212 ღვინო იყო წარდგენილი, დეგუსტაციები გაიმართა მიმდინარე წლის 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით. ქართული ღვინის ნიმუშები იაპონიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიგზავნა.

 

გამარჯვებული ღვინოებია

ორმაგი ოქრო:

ვაზიანი კომპანი – საფერავი 2015

 

ოქრო:

ბინეხი – საფერავი 2015

თელავის ღვინის მარანი – კონდოლი საფერავი 2014

თელავის ღვინის მარანი – სატრაპეზო საფერავი 2013

მილდიანი – ქინძმარაული 2014

ვაზიანი კომპანი – ქისი 2015

მეღვინეობა ხარება – საფერავი 2013

 

ვერცხლი:

თელავის ღვინის მარანი – მუკუზანი 2014

მილდიანი – საფერავი რეზერვი 2011

შუმი – საფერავი BIO 2014

მეღვინეობა ხარება – ქინძმარაული 2014

ბესინი – ბესინი პრემიუმი (წითელი) 2013 

 

"საკურას" კონკურსში „ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2017 წლის 7 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს – “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.

ცნობისთვის, 2016 წელს საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული იყო 160 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 15%-ით აღემატება 2015 წლის ექსპორტის მონაცემებს.

Comments
Loading...