14 აგვისტოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება შეუწყდება

69

მიმდინარე წლის 14 აგვისტოს დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კერძოდ, ქალაქ ლაგოდეხსა და შემდეგ სოფლებს შრომას, კავშირ-ნინიგორსა და მაწიმი-რაჭისუბანს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 14 აგვისტოს 17:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ამის შესახებ ინფორმაციას "სოკარი გაზის" პრესსამსახური ავრცელებს.  

Comments
Loading...