14-15 ნოემბერს „ასტანა ბალეტი“ ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგება

13

14-15 ნოემბერს, “ასტანა ბალეტის” თეატრი საქართველოში გასტროლებს გამართავს. ორი დღის განმავლობაში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ყაზახეთის დედაქალაქის ბალეტის დასი კონტრასტულ და, ამავდროულად, დახვეწილ პროგრამას წარმოადგენს. პროგრამა მოიცავს ერთმოქმედებიან ბალეტებს „სალომე“, „A Fuego Lento“ და საკონცერტო პროგრამას „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“.

ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაადიდი პასუხისმგებლობაა განთქმულ სცენაზე პირველად გამოსვლაჩვენ გვსურს ვაჩვენოთ საბალეტო ოსტატობის მაღალი ხარისხიჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით მივუდექით საგასტროლო აფიშის შერჩევასარჩევანი ჩვენს მთავარ მიმართულებაზე გაკეთდა – თანამედროვე და ნეოკლასიკურ ბალეტზეასევე ჩვენი რეპერტუარის სიამაყეზე – ყაზახი და უცხოური საზოგადოების მიერ აღიარებულ ეროვნულ დივერსიმენტზევიმედოვნებთრომ არტისტებისა და თეატრის მთელი გუნდის შემოქმედება დიდხანს დარჩება ქართველი მაყურებლის გულებშიხოლო ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით მათთან შეხვედრას“, – აღნიშნა თეატრის დირექტორმა ალექსანდრე სოვოსტიანოვმა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღისთვის „ასტანა ბალეტი“ წარმოადგენს, ყაზახეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ წამყვან ქორეოგრაფიულ კოლექტივს, რომელსაც ათასობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. ის ეწევა აქტიურ საგასტროლო და საკონცერტო საქმიანობას, როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ: არტისტები უკვე წარდგნენ ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე პეკინსა და შანხაიში (ჩინეთი), პარიზში (საფრანგეთი), ვენაში (ავსტრია), სეულში (კორეა), ბუდაპეშტში (უნგრეთი), ბაქოში (აზერბაიჯანი), ნიუ-იორკში (აშშ), ტოკიოში (იაპონია), ვარშავაში (პოლონეთი), მინსკში (ბელორუსია), ბრიუსელში (ბელგია), მილანში (იტალია), მონტე კარლოში (მონაკო), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები).

პირველ დღეს მაღალი ხელოვნების შემფასებლებისთვის წარმოდგენილი იქნება რიკარდო ამარანტეს ნეოკლასიკური ბალეტი “A Fuego Lento” შიფრინის, პიაცოლას, გარდელისა და კოსუგის მუსიკაზე. ეს არის ბალეტმეისტერის ფანტაზიის „თავისუფალი ფრენა“ სიყვარულსა და სურვილზე. ერთმოქმედებიანი ბალეტის თითოეული ნომერი წარმოადგენს ქორეოგრაფიულ მინიატურებს ყველაზე ტემპერამენტული და ემოციური ცეკვის – ტანგოს ელემენტებით, რომელშიც განსაკუთრებული როლი ენიჭება ვირტუოზული შესრულების ტექნიკას, ნამდვილ მზგნებარებას და ჭეშმარიტ გრძნობებს. ერთადერთი, რასაც ტანგო ვერ იტანს, არის თვალთმაქცობა და ფარსი, რადგან არ არსებობს ჩვენი გრძნობებისა და ემოციების უფრო სანდო „სიცრუის დეტექტორი“, ვიდრე საყვარელი ადამიანის გულში ჩაკვრა.

იმავე დღეს, მეორე განყოფილებაში, მაყურებელი იხილავს ოსკარ უაილდის პიესის მიხედვით დადგმულ საოცარ სპექტაკლს სალომე“ ფაზილ საიას მუსიკაზე თეატრის მთავარი ბალეტმეისტერის მუქარამ ავახრის ქორეოგრაფიით. ბიბლიური სიუჟეტი ავტორის ინტერპრეტაციით საშუალებას მოგცემთ ჩაიძიროთ გრძნობების ნათელ სამყაროში, ხოლო მთავარი გმირების რთული კონტრასტული გამოსახულებები საშუალებას მისცემს საზოგადოებას ახადოს ფარდა ადამიანის სულის საიდუმლოებას. ბალეტმეისტერი სვამს მარადიულ კითხვებს სიბნელესა და სინათლეს შორის ბრძოლის შესახებ, მაგრამ მათ უპასუხოდ ტოვებს და ყველას სთავაზობს არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთებას. სპექტაკლის კულმინაცია ახალგაზრდა სალომეს ცეკვაა, უჩვეულოდ პოპულარული ეპიზოდი იმ მხატვრების, მოქანდაკეებისა და კომპოზიტორების წყალობით, რომლებმაც ის თავიანთ შემოქმედებებში აღბეჭდეს.

მეორე დღეს „ასტანა ბალეტის“ თეატრის  კოლექტივი წარადგენს ყაზახეთის დამსახურებული მოღვაწეების აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის მიერ დადგმულ ეროვნულ დივერსიმენტს „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“. საცეკვაო მინიატურების უნიკალური კოლექცია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ეთნოგრაფიულ მასალას და თანამედროვე ქორეოგრაფიას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს ეროვნული ცეკვის ხასიათსა და ორიგინალურობას, უცვლელად შედის თეატრის საგასტროლო აფიშაში. ესთეტიკა, სანახაობა, სიღრმე და განუმეორებელი მხატვრული გამოსახულებები ღრმად წვდება სულს და აღაფრთოვანებს მაყურებელს მთელ მსოფლიოში.

გასტროლები გაიმართება ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

ასტანა ბალეტის“ თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

E-mail: pressa@astanaballet.kz

+7 7172 62 12 70, +7 777 176 66 10

Comments
Loading...