ხვალ, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, ი.გაგარინის 29ა (შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან) "თედექს თბილის"-ის (TEDxTbilisi) მეხუთე, საიუბილეო ღონისძიების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოს ბანკი უკვე მეხუთე წელია აღნიშნული ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია. ერთდღიანი კონფერენცია "თედექს-თბილისი", არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის, "თედის" (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია. პრესკონფერენციას დაესწრებიან, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე, "თედექს-თბილისის" წარმომადგენელი მერი გაბაშვილი და "თედექს თბილისის" 2017 წლის სპიკერები.