2016 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.1%-ით გაიზარდა

360

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1565.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით ნაკლებია 2016 წლის წინასწარ მონაცემებზე და 0.1 პროცენტით აღემატება 2015 წლის დაზუსტებულ მონაცემებს.

2016 წელს რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.3 პროცენტი შეადგინა.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2016 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 56.2 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 35.6 პროცენტით, მეორეზე – თურქეთი 13.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე – გაერთიანებული სამეფო 7.6 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, 2016 წელს 59.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 671.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობა 129.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – საფინანსო სექტორი 129.0 მლნ. აშშ დოლარით.

Comments
Loading...