2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის მაჩვენებელზე 21%-ით მეტია

489

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11985 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 21 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2114 მილიონი აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 9871 მილიონი აშშ დოლარი (28 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წელს 7757 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 7252 მილიონი აშშ დოლარს და წინა წლის მაჩვენებელზე 0.4 პროცენტით ნაკლებია.

Comments
Loading...