2016 წელს საქართველოში ყველა სახის ნავთობპროდუქტის იმპორტი გაიზარდა

400

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2016 წელს საქართველოში ბენზინი და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  1229.6 ათასი ტონა, რაც 193.5 ათასი ტონით ანუ 18.7%-ით აღემატება 2015 წლის  იმპორტის მაჩვენებელს (1036.1 ათასი ტონა). მათ შორის, 2016 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 576.2 ათასი ტონა (135.2 ათასი ტონით ანუ 30,6%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 653.4 ათასი ტონა (58.3 ათასი ტონით ანუ 9,8%-ით მეტი 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით).

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2016 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 399,6 ათასი ტონა ანუ 69,4%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 166,4 ათასი ტონა ანუ 28,9%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 10,1 ათასი ტონა ანუ 1,7%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 593,0 ათასი ტონა ანუ 90,8%, L-62 დიზელის საწვავი – 59 ათასი ტონა ანუ 9,0%, DT – 1,5 ათასი ტონა ანუ 0,2%.

ქვეყნების მიხედვით 2016 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან – 375 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,5%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: აზერბაიჯანი – 219,5 ათასი ტონა – 17,9%;  რუსეთი – 218,8 ათასი –17,8%, ბულგარეთი – 162,9 ათასი ტონა – 13,2%;  თურქმენეთი – 141,5 ათასი ტონა – 11,5%, საბერძნეთი – 70,3 ათასი ტონა– 5,7%; იტალია – 27,5 ათასი ტონა ანუ 2,2%, უკრაინა – 10,8 ათასი ტონა ანუ 0,9%, თურქეთი – 2,5 ათასი ტონა ანუ 0,2% და სხვ.

2016 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 102,2 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 15,8 ათასი ტონით ანუ 18,3 %-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი – 79,5 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

2016 წლის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,7 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ანუ 2,6 %-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.

2016 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 70,7 ათასი ტონა, რაც 6,1 ათასი ტონით ანუ 9,4 %-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

Comments
Loading...