2016 წლის იანვარ-ნოემბერში, 2015 წელთან შედარებით, კომერციული ბანკების მოგება 25.1%-ით გაიზარდა

578

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2016 წლის იანვარი-ნოემბრის მდგომარეობით, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:

• კომერციული ბანკების წმინდა მოგება გაზრდილია 25.1%-ით (114 მლნ. ლარი) და 567 მლნ. ლარს შეადგენს;
• გაზრდილია როგორც დეპოზიტების (9.4%), ასევე ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა (7.9%) (კორექტირებული გაცვილითი კურსის გათვალისწინებით);
• გაზრდილია მშენებლობის (2.8 პროცენტული პუქტით), ფინანსური შუამავლობისა (2.5 პროცენტული პუნქტსა) და სასტუმროებისა და რესტორნების (3.0%) წილი მთლიან სესხებში.
• უმოქმედო სესხების გაზრდილია 9.5%, თუმცა აღნიშნული ზრდა მეტწილად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით არის გამოწვეული.

2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების დეპოზიტების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (9.4%). გაზრდილია როგორც ეროვნული ვალუტით (6.2%), ასევე უცხოური ვალუტით (10.9%) დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა.

2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების სესხების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (7.9%). გაზრდილია როგორც ეროვნული ვალუტით (9.2%), ასევე უცხოური ვალუტით (7.2%) დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა.

ეროვნული ვალუტით დენომინირებული სესხებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები შედარებით დიდი მერყეობით ხასიათდება. 2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ეროვნული და უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა შემცირებულია (0.4 პროცენტული პუნქტი) და 9.3 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ეროვნული ვალუტით დენომინირებული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 18.1%-ს, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 8.8%-ს შეადგენს.

2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ეროვნული და უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული (-3.1 პროცენტული პუნქტი) და 4.4 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.ეროვნული ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7.8%-ს, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 3.4%-ს შეადგენს.

Comments
Loading...