ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების სესხების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (7.9%). გაზრდილია როგორც ეროვნული ვალუტით (9.2%), ასევე უცხოური ვალუტით (7.2%) დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა.
ეროვნული ვალუტით დენომინირებული სესხებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები შედარებით დიდი მერყეობით ხასიათდება. 2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ეროვნული და უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა შემცირებულია (0.4 პროცენტული პუნქტი) და 9.3 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ეროვნული ვალუტით დენომინირებული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 18.1%-ს, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 8.8%-ს შეადგენს.
2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ეროვნული და უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული (-3.1 პროცენტული პუნქტი) და 4.4 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.ეროვნული ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7.8%-ს, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 3.4%-ს შეადგენს.