2016 წლის III კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან 75 მილიონით გაიზარდა

452

2016 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოს შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან შეადგენდა 817 მილიონ დოლარს (ზრდა 10.1%), რაც 75 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შესაბამისს მონაცემებს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.7 მილიარდ (1,684,914,617) დოლარს (ზრდა 11.7%), რაც 177 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2016 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, შეადგენს 7.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით 14.7%-ია.

2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით კი, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.3%  შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.5%-ია.

2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 145,175 ათასი ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Comments
Loading...