2017 წლის აგვისტოში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5,7 პროცენტი შეადგინა.
მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 1,9 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა ინდექსის მთლიან ცვლილებაში 0,17 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე (2,9 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასების 0.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,16 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (5,4 პროცენტი), აგრეთვე ხილი და ყურძენი (1,7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულზე (-3,8 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,7 პროცენტით, რამაც ინფლაციის თვიურ მაჩვენებელზე -0,09 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა.
წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 6,2 პროცენტით, რაც 1,88 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (18,4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7,4 პროცენტი), თევზეული (6,8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6,1 პროცენტი);
ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 11,6 პროცენტით, რამაც წლიურ ინფლაციაში 1,46 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16,2 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,5 პროცენტით, რაც 1,14 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (37,3 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 7,8 პროცენტით, რაც 0,69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასებმა მოიმატა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (20,9 პროცენტი).