2017 წლის იანვარი – აპრილის პერიოდში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი როგორც იმპორტის (12.7%; 259 მლნ. აშშ დოლარი), ასევე ექსპორტის (29.7%; 180 მლნ. აშშ დოლარი) მოცულობა.
აღნიშნულ პერიოდში, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (452 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (341 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (273 მლნ. აშშ დოლარი).
უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტია სპილენძის მადნები და კონცენტრატები (მთლიანი ექსპორტის 17.6%). გარდა ამისა, უმსხვილესი პროდუქტების ხუთეულში ასევე შედის ფეროშენადნობები (14.0%), მსუბუქი ავტომობილები (6.0%), სამკურნალო საშუალებები (5.6%) და ყურძნის ნატურალური ღვინოები (5.6%).
2017 წლის იანვარი – აპრილის პერიოდში, რუსეთში ექსპორტი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (131%; 71.2 მლნ. აშშ დოლარი) და 125 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთში უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებია ფეროშენადნობები (რუსეთში მთლიანი ექსპორტის 44%), ყურძნის ნატურალური ღვინოები (19%) და მინერალური წყლები (12%).
აღნიშნულ პერიოდში, რუსეთში ექსპორტის ზრდასთან ერთად, ასევე გაზრდილია ექსპორტის მოცულობა საქართველოს სხვა უმსხვილეს საექპორტო ქვეყნებშიც, ჩინეთში 5%-ით (3.8 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთში 19%-ით (12 მლნ აშშ დოლარი), ბულგარეთში 17%-ით (7.9 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო სომხეთში 18%-ით (7.5 მლნ აშშ დოლარი).