2017 წლის ივლისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 20.1%-ით გაიზარდა

446

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2017 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 120.9 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 290.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 20.1 პროცენტით მეტია 2016 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისშიც მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა.

2017 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.8 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მილიონი აშშ დოლარისა გასული წლის ივლისში.

Comments
Loading...