კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2017 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 172.3 მილიონი ლარით, ანუ 0.9%-ით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 18.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 157.3 მილიონი ლარით, ანუ 2.1%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 15.0 მილიონი ლარით, ანუ 0.1%-ით გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.2 მილიარდი ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით – 6.1 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი.
2017 წლის მაისის განმავლობაში 1.4%-ით ანუ 127.6 მილონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 9.6 მილიარდი ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 40.10% შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.34 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.