2017 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 318,0 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,1%-ის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 5,6%-ით.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა და ვაჭრობა. შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, სახელმწიფო მმართველობა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა.