2017 წლის I კვარტლის მდგომარეობით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება 11%-ით გაიზარდა

455

2017 წლის პირველ კვარტალში, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება (11%, 101.6 ლარი).

აღსანიშნავია, რომ ანაზღაურება გაზრდილია ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება თევზჭერაში (30%, 222.1 ლარი), უძრავი ქონებით ოპერაციებში (21%, 236.8 ლარი), სოფლის მეურნეობასა (19%, 105 ლარი) და განათლებაში (16%, 88.2 ლარი).

საინტერესოა, რომ  ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია ყველა რეგიონში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გარდა (-2%, -8.45 ლარი). ეს შემცირება უმნიშვნელო ჩანს იმ რეგიონებთან შედარებით, სადაც საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება საგრძნობლადაა გაზრდილი: შიდა ქართლი (31%, 154.8 ლარი), სამეგრელო-ზემო სვანეთი (16%, 113.1 ლარი), კახეთი (15%, 80.7 ლარი) და თბილისი (13%, 134.7 ლარი).

Comments
Loading...