2017 წლის I კვარტლის მდგომარეობით, ბიზნეს სექტორის მთლიანი გამოშვება 16%-ით გაიზარდა

421

2017 წლის პირველ კვარტალში, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის მთლიანი გამოშვება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (16%). აღსანიშნავია, რომ მოცემულ პერიოდში გამოშვების ზრდა ფიქსირდება ყველა დარგში. აღნიშნულ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს დამამუშავებელი მრეწველობის (28%, 292.5 მლნ. ლარი), ვაჭრობის (26%, 273.7 მლნ. ლარი) და მშენებლობის (13%, 137 მლნ. ლარი) სექტორებში გამოშვების ზრდამ.

2017 წლის პირველ კვარტალში ასევე 19.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა ბიზნეს სექტორის ბრუნვაშიც და ჯამში 19.2 მილიარდ ლარი შეადგინა. მოცემულ პერიოდში ბიზნეს სექტორის ბრუნვასა და გამოშვებას შორის სხვაობა 7.7 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მეტწილად 2017 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურობით შეიძლება აიხსნას.

Comments
Loading...