2018 წლის დეკემბერში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 150.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

43

2018 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 150.9 მლნ აშშ დოლარი (402.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.1 პროცენტით (12.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3 პროცენტი იმ 18 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.2 პროცენტი მოდიოდა.

2018 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.7 მლნ აშშ დოლარი (57.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.8 მლნ აშშ დოლარისა (51.8 მლნ ლარისა) 2017 წლის დეკემბერში.

Comments
Loading...