2018 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1186,7 ლარს გაუტოლდა.
გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 43,2 ლარით, მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 892,6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 55,4 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
• მსხვილი ბიზნესი – 1192,8 ლარი;
• საშუალო ბიზნესი – 1374,6 ლარი;
• მცირე ბიზნესი – 1070,0 ლარი.