2019 წლის ივლისში საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 355.9 მილიონი ლარით გაიზარდა

50

2019 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 355.9 მლნ ლარით (1.4 პროცენტით) გაიზარდა და 25.0 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2018 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 21.8 პროცენტით არის გაზრდილი.

სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდაზე გავლენა მოახდინა ლარის კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის ლარით გამოსახული დეპოზიტების ზრდამ.

საანგარიშო პერიოდში წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 136.8 მლნ ლარით (1.5 პროცენტით) შემცირდა და 9.13 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშები 21.7 მლნ ლარით, ხოლო ვადიანი დეპოზიტები 115.1 მლნ ლარით შემცირდა.

უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 0.3 პროცენტიანი (18.0 მლნ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 5.38 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად ფიზიკური პირების ანგარიშების მატებით იყო განპირობებული.

სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2019 წლის ივლისში 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 63.5 პროცენტს შეადგენს. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 51.6 და 75.4 პროცენტს შეადგენდა.

ივლისში, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 5.3 პროცენტი შეადგინა.

ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი წინა პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.3 პროცენტული პუნქტით და 7.5 პროცენტს შეადგენს.

იურიდიული პირების ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7.1 პროცენტია. ფიზიკური პირების დეპოზიტებზე წლიურმა განაკვეთებმა წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 8.6 პროცენტს შეადგენს.

უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი უცვლელია და 8.6 პროცენტის ნიშნულზეა. უცხოური ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 3.9 პროცენტია, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტებზე განაკვეთი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2.8 პროცენტის ნიშნულზეა.

2018 წლის ივლისში არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2.9 პროცენტს შეადგენს.

Comments
Loading...