საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2017 წლის 27აპრილს ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები". კონფერენციაში მონაწილეობის მიღება საქართველოსა და უცხოეთში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის,მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს შეუძლიათ.
ნაშრომი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ რვა სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესრულებას:
1. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა;
2. ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ვიზიტების რაოდენობის, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით;
3. ეფექტიანი მარკეტინგისა და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით ვიზიტორების მოზიდვა მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან; შიდა ტურიზმის სტიმულირება;
4. კონკურენტუნარიანობის გაზრდა მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურების შეთავაზების გზით;
5. ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გამოყენებით ტურიზმში უნიკალური ავთენტური გამოცდილების შექმნა;
6. საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, დაცვა და წარმოჩენა;
7. მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზის, ასევე, სექტორის განვითარების შეფასების მასშტაბის გაფართოება და გაუმჯობესება;
8. პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოს, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
ნაშრომში წარმოდგენილი იდეები ტურიზმის სამოქმედო გეგმაში აისახება.