28-29 იანვარს ტექნოპარკში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიმართება. ღონისძიება ეწყობა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, JumpStart Georgia-ს და თიბისი ბანკის მხარდაჭერით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
ჰაკათონში მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი 250-მდე ადამიანმა გამოთქვა, რომელთაგანაც 100 შეირჩევა. ჰაკათონში მონაწილეობას იღებენ დიზაინერები, პროგრამისტები, კომუნიკაციის სპეციალისტები, მკვლევარები და მონაცემებით დაინტერესებული პირები.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ პარტნიორი ორგანიზაციების კომუნიკაციის პრობლემებზე. კონკრეტულად, პარტნიორები წარმოადგენენ მონაცემთა ბაზებს, რომელთა საზოგადოებისთვის მარტივი და საინტერესო ფორმით მიწოდება, კომუნიკაცია სურთ. სხვადასხვა უნარ-ჩვევების ადამიანები შეეცდებიან, მათ ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარონ. ჰაკათონის ორგანიზატორების ერთერთი მიზანია, დააკავშირონ ერთმანეთს როგორც სხვადასხვა უნარის მქონე ადამიანები, ისე ორგანიზაციები და გუნდები.
ჰაკათონისთვის მოსამზადებელ პერიოდში ათამდე შეხვედრა ჩატარდა, რომლებზეც პროფესიონალები მსურველებს მონაცემებთან მუშაობის შესახებ საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. მითაფები ჰაკათონის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება. მოსამზადებელი მითაფების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია Data Science Tbilisii-ის ჯგუფიდან: https://www.meetup.com/Data-Science-Tbilisi/
ჰაკათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ გვერდზე და ღონისძიების ფბ გვერდზე: