“3 დეკემბრამდე იქნება ვებგვერდი, სადაც “შავ სიაში” მყოფები ნახავენ, შეეხებათ თუ არა დავალიანების ჩამოწერა”

65

ამის შესახებ ფინანასთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, არაუგვიანეს 3 დეკემბერს იქნება სპეციალური ვებგვერდი, სადაც ე.წ. შავ სიაში მყოფ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ, შეეხებათ თუ არა მათ დავალიანების ჩამოწერა.

“პირადი მონაცემი დაცული იქნება და დეტალები არ გამჟღავნდება. შემდეგ დასაზუსტებლად იმ საფინანსო ინსტიტუტს მიმართავს, ვისგანაც ჰქონდა სესხი აღებული”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც საბანკო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ე.წ შავ სიაში არიან, 15 დეკემბრიდან 2018 წლის ბოლომდე სესხები ჩამოეწერებათ.

Comments
Loading...