8 მარტს “თეგეტა მოტორსი” ყველა ქალბატონ მძღოლს ტრადიციულად უამრავ სიურპრიზს სთავაზობს

462

8 მარტს "თეგეტა მოტორსის" ნებისმიერ ფილიალში 09:30-დან 18:30-მდე, მანდილოსან მძღოლებს საჩუქრად გადმოგეცემათ 8 ვაუჩერი, რომელთა წარდგენისას "თეგეტა მოტორსის" ფილიალებში უფასოდ მიიღებთ შემდეგ სერვისებს: სავალი ნაწილის შემოწმება, ელექტრო დიაგნოსტირება, გამონაბოლქვის შემოწმება, ანტიფრიზის შემოწმება, აკუმულატორის შემოწმება, საბურავების შემოწმება, სამუხრუჭე სითხის შემოწმება, ძრავის ზეთისა და ფილტრის შემოწმება.

ვაუჩერების გამოყენება შეგიძლიათ 1 აპრილამდე "თეგეტა მოტორსის" ნებისმიერ ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე ყოველ შენაძენზე დაგიბრუნდებათ 30 %-მდე გარანტირებული თანხა "თეგეტა ქარდზე" ქულების სახით.

ასევე, "თეგეტა მოტორსის" ცენტრალურ ფილიალში ყველა მანდილოსან მძღოლს გადმოგეცემათ უამრავი საჩუქარი "თეგეტა მოტორსისა" და პარტნიორი კომპანიებისგან: ისი პარი, იულიუს მაინლი, Ane Rosh, პივოტ პოინტ ჯორჯია, კენარი, ელიტ ელექტრონიქსი, ავალონი, დელფოსი და ჟურნალი OK!

Comments
Loading...