9, 10 და 11 აგვისტოს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ

10

საქართველოს რკინიგზამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ. მიზეზი  მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებია. შეგახსენებთ, რომ კომპანია 249 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომელიც გამტარუნარიანობის გაზრდასა  და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო.

 ამ პროექტის ფარგლებში: შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, იცვლება საკონტაქტო ქსელი, შენდება ახალი მიწის ვაკისი, სადგურები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კერძოდ 12 აგვისტოდან მოძრაობა საქართველოს რკინიგზაზე სრულად განახლდება.

Comments
Loading...