Amazon-ის პლასტმასის ნარჩენები 300%-ით გაიზარდა

15

გასულ წელს Amazon-ის მიერ წარმოებული პლასტმასის რაოდენობა სამჯერ გაიზარდა და 270 ათასი ტონა შეადგინა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

გარემოს დაცვის ჯგუფის Oceana-ს ანგარიშის თანახმად, პლასტმასის ნარჩენების მოცულობამ გასულ წელს 270 ათასი ტონა შეადგინა და მათგან დაახლოებით 10,7 ათასს ოკეანეში მოხვედრის რისკი ემუქრება. მათში შედის შესაფუთი მასალა, პლასტმასის კონტეინერები და სხვა ნარჩენები.

Amazon აღნიშნულ ანგარიშს არ ეთანხმება. კომპანია თვლის, რომ ეს მაჩვენებელი 300%-ით გადაჭარბებულია.

პანდემიის პერიოდში, Amazon-ის გაყიდვები 2020 წელს  38%-ით გაიზარდა.

Comments
Loading...