Apple განახლებულ Mac Mini-ს გამოუშვებს

108

კომპანია Apple განახლებულ Mac mini-ს გამოუშვებს, რომელიც პროფესიული გამოყენებისთვისაა. ამის შესახებ Bloomberg-ი, წერს, რომელიც კომპანიის სამომავლო გეგმებს გაეცნო.

კომპიუტერი მცირე ზომის იქნება, რომელზეც გარე ეკრანის, კლავიატურისა და მაუსის მიერთება იქნება შესაძლებელი, იგი ახალი პროცესორით და მეხსიერებით იქნება აღჭურვილი, რაც მის ღირებულებას აწევს. პირველად ეს მოდელი 2005 წელს წარადგინეს, ახლა იგი დაახლოებით 500 აშშ დოლარი ღირს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია შემოდგომაზე iPhone-ის სამ ახალ მოდელს, Apple Watch-ს, რომელსაც უფრო მსხვილი ეკრანი ექნება და განახლებულ პლანშეტებს წარადგენს. გარდა ამისა, კომპანია MacBook Air-ის ახალი მოდელის წარდგენასაც გეგმავს, რომლის განახლებაც ბოლოს სამი წლის წინ მოხდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple-ის ლეპტოპები, დიდი ალბათობით, ოქტომბერში გამოჩნდება და მისი პრეზენტაცია არ მოხდება სექტემბრის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, სადაც ჭკვიან მობილურებს წარადგენენ.

ამასთან, Mac Apple-ის ახალ მოდელებთან ერთად, კომპანია MacOS Mojave-ის ჩაშვებასაც გეგმავს. MacOS Mojave, Mac-ის კომპიუტერების ოპერაციული სისტემის ახალი ვერსიაა. კომპანია, მომავალ წელს Mac Pro-ს ახალი ვერსიის წარდგენასაც აპირებს, რომელიც Mac-ის კომპიუტერებს შორის ყველაზე მძლავრი და ძვირადღირებულია.

Comments
Loading...