კომპანია Apple-მა ჩინეთში, App Store-დან, აზარტული თამაშის შემცველი 26 ათასი აპლიკაცია წაშალა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
კომპანია აცხადებს, რომ აზარტული თამაშების შემცველი აპლიკაციები უკანონოა და იკრძალება ჩინურ App Store-ში. მათი თქმით, უკვე წაშალეს ბევრი მსგავსი აპლიკაცია და წყარო, რომლებიც მსგავსი უკანონო აპლიკაციების გავრცელებას ცდილობს App Store-ში.
ჩინეთის ცენტრალურ ტელემაუწყებლობაზე დაყრდნობით, გამოცემა იუწყება, რომ უკვე ჩამოტვირთული და დაყენებული აპლიკაცია ჩვეულებრივ გააგრძელებს ფუნქციონირებას.
აქამდე კომპანია Apple-მა iTunes-დან უკვე წაშალა პოდკასტები, რომლებიც შეთქმულებების თეორიებს ეხებოდა. კერძოდ კი, წაშალა War Room-ისა და Alex Jones Show-ის გამოშვებები.