Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბილ გეიტსია

589

სააგენტო Bloomberg-მა მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგი – Bloomberg Billionaires Index გამოაქვეყნა.

რეიტინგის ლიდერი Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსია. ინდექსის მიხედვით, მისი ქონება 85,6 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული. მას მოსდევს ინვესტორი უორენ ბაფეტი 78,9 მილიარდი აშშ დოლარით. მესამე ადგილს Amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 73,5 მილიარდი აშშ დოლარით იკავებს. მესამე ადგილზეა Zara-ს დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა (69,3 მილიონი აშშ დოლარი). მეხუთე ადგილზე მოხვდა სოციალური ქსელ Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი (59,1 მილიარდი აშშ დოლარი).

Bloomberg Billionaires Index-ის 2017 წლის 6 მარტის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ რეიტინგში 276-ე ადგილზეა. მისი ქონება 5,52 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.

Comments
Loading...