Brent-ის მარკის დეკემბრის ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ბირჟაზე ბარელზე 86 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ICE იტყობინება.
ბოლოს აღნიშნულ მაჩვენებელს Brent-ის მარკის ნავთობმა 2014 წლის 3 ნოემბერს გადააჭარბა.
ამის წინა ჯერზე კი, Brent-ის მარკის ნავთობმა 85 აშშ დოლარს ბარელზე 1 ოქტომბერს მიაღწია. კიდევ ორი დღით ადრე კი, აღნიშნულმა მარკის ნავთობმა ბარელზე 83 აშშ დოლარს გადააჭარბა.