29 მაისს, 16:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის, 218-ე აუდიტორიაში, CBC Georgia თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან კრეატიული სტარტაპების საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გაიმართა.
შეხვედრას დაესწრო და აღნიშნული ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა 2016 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამარჯვებლი გუნდის ლიდერმა, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა შალვა მძინარაშვილი, რომელიც ასევე სტარტაპ საქართველოს პრიზიორია.
კრეატიული სტარტაპების საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატი მიმდინარე წლის 11 – 12 ივნისს, CBC Georgia ორგანიზებით ჩატარდება. აღნიშნულ ჩემპიონატზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა ბოლო ვადა – ორშაბათი, 5 ივნისი, დილის 11 საათი.
წარმოდგენილ პროექტებს საქართველოს თანამედროვე ბიზნესის სხვადასხვა სფეროს ლიდერებით, წამყვანი კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური განიხილავს.
ჩემპიონატის პირველი ტური 11-12 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალი – 15 ივნისს.
გამარჯვებული გუნდები მიიღებენ ფულად პრემიას, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი დანიაში, საერთაშორისო ჩემპიონატზე, სრული დაფინანსებით გაემგზავრება.