Decanter-ის ისტორიაში პირველად, ქართულმა ღვინომ პლატინა აიღო

422

საქართველოს ისტორიაში პირველად, ლონდონის Decanter-ის დაჯილდოებაზე, ქართულმა ღვინომ პლატინის მედალი აიღო. ჯილდო "მარანულის" წარმოებულმა 2015 წლის "ოცხანურმა საფერემ" მოიპოვა, ხოლო ამავე კომპანიის მუკუზანმა და ქვევრის რქაწითელმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

"ოცხანურ საფერეს" უმაღლესი ჯილდო კატეგორიაში "საუკეთესო ქართული წითელი ღვინო" გადაეცა. ღვინოების შერჩევა ღვინის სპეციალისტების მიერ, მხოლოდ გემოს მიხედვით ხდებოდა.

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მარანული" 2012 წელს დაარსდა. იგი ღვინოს უძველესი ქართული ტრადიციების საფუძველზე აწარმოებს.

Comments
Loading...