“EuroDIG 2018-ის მასპინძლობა, საქართველოსთვის შესაძლებლობაა, იყოს ლიდერთა შორის”

146

ICANN-ის (ნომრებისა და სახელების მინიჭების ასოციაცია) წარმომადგენელი საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ღონისძიებებში მომავალშიც აქტიურ მონაწილეობას ურჩევს.

ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგის – "EuroDIG 2018" ფორუმის მონაწილე ანდრეა ბიკალის განცხადებით, სწორედ მასშტაბურ ღონისძიებებზე განისაზღვრება ინტერნეტის შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები.

"საქართველოს ყველა სექტორს –  მთავრობას, კერძო სექტორს, მომხმარებლებს, სასერვერო საზოგადოებებს, შეგვიძლია ვურჩიოთ ამგვარ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის მიღება. საქმე მხოლოდ ინტერნეტის განვითარებაში მონაწილეობას არ ეხება, ვინაიდან თუ საკუთარი წვლილის შეტანა არ შეგიძლია, უნდა გამოიყენო შესაძლებლობა და ისარგებლო სხვისი მიღწევებით ამ სფეროში".

ანდრეა ბიკალის აზრით, ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა, როგორიცაა EuroDIG 2018,  საქართველოსთვის შესაძლებლობაა, რომ იყოს ლიდერთა შორის, ინტერნეტის განვითარების პროცესის მონაწილე, განავითაროს საკუთარი ინოვაციები, და ამასთან, დიალოგის სხვა მონაწილეებს  შესთავაზოს იმის ხედვა, თუ როგორ უნდა იყოს გათვალისწინებული ინტერნეტში მომხმარებლების უფლებების დაცვა და ინტერესები.

Comments
Loading...