Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების რეიტინგის ლიდერი ტეილორ სვიფტია

42

Forbes-ის 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების რეიტინგის ლიდერი ტეილორ სვიფტი გახდა. 29 წლის მომღერალმა 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე 185 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

ტეილორ სვიფტმა თავისი გამომუშავებული თანხის ყველაზე დიდი ნაწილი საკონცერტო ტურნე Reputation Stadium-ისა და თავისი ახალი ალბომ Lover-ის გამოშვების შედეგად მიიღო.

მისთვის მიმდინარე წელიწადი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მისმა წლიურმა შემოსავალმა ორჯერ გადააჭარბა ამავე რეიტინგის მეორე ადგილზე გასულ ბიონსეს მიერ გამომუშავებულ თანხას, რაც 81 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბოლოს 12 თვის განმავლობაში მან გამოუშვა ახალი ალბომი Homecoming და იმყოფებოდა გასტროლებზე თავის რეპერ მეუღლე Jay-Z-სთან ერთად.

რეიტინგის მესამე ადგილზე რიანა გავიდა, რომელმაც მიმდინარე წელს 62 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო. მან თანხის ძირითადი ნაწილის მიღება თავისი ფირმა Fenty Beauty-სგან მოახერხა, რომელიც კომპანია LVMH-სთან ერთად ჩამოაყალიბა.

რეიტინგის ხუთეულში აგრეთვე მოხვდნენ კეტი პერი 57,5 მილიონი აშშ დოლარით და ფინქი 57 მილიონი აშშ დოლარით.

მეექვსე ადგილზეა არიანა გრანდე 48 მილიონი აშშ დოლარით, მას მოყვება ჯენიფერ ლოპესი 43 მილიონი აშშ დოლარით, ლედი გაგა 39,5 მილიონი აშშ დოლარით, სელინ დიონი 37,5 მილიონი აშშ დოლარით და შაკირა 35 მილიონი აშშ დოლარით.

Comments
Loading...