Forbes-მა 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები დაასახელა

64

ჟურნალ Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი კენდალ ჯენერი გახდა. მან 12 თვის განმავლობაში 22,5 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. იგი სულ 23 წლისაა.

მეორე ადგილს კარლი კლოსი იკავებს, რომელმაც წელს 12 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, რაც მისი კარიერის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. კლოსმა თავისი სოციალური ქსელი საკუთარ ბრენდად აქცია, რომელთანაც უკვე გააფორმეს ხელშეკრულება ისეთმა ბრენდებმა, როგორიც არის Swarovski, Adidas და Estée Lauder.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეიტინგში არსებულმა ყველა მოდელმა გამოიყენა თავის დროზე სოციალური ქსელი, როგოც საკუთარი პოპულარობის გაფართოების იარაღი.

ასე დაეხმარა ინტერნეტი კრის ტეიგენს, კომპოზიტორ ჯონ ლეჯენდის მეუღლეს (11,5 მილიონი აშშ დოლარი) და როუზი ჰანტინგტონ-უაიტლის (11,5 მილიონი აშშ დოლარი). მათ თავი ბიზნესის სხვა სფეროებშიც სცადეს. ტეიგენმა კულინარიის შესახებ მეორე წიგნი გამოსცა და მონაწილეობა მიიღო შოუში Lip Sync Battle. ჰანტინგტონ-უაიტლმა კი თავი მაყურებლებს თავისი კინობრენდით დაამახსოვრა ფილმში “შეშლილი მაქსი”. მას თავისი ონლაინ მაღაზია Rose Inc. აქვს.

მეოთხე ადგილს იკავებს ჟიზელ ბუნდჰენი (10 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო მეხუთეს – კარე დელევინი, რომელმაც წლის განმავლობაში აგრეთვე 10 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მას მოჰყვება ჯიჯი ჰადიდი ანალოგიური თანხით და ბელა ჰადიდი 8,5 მილიონი აშშ დოლარით, რომელიც მერვე ადგილს ჯოან სმოლზთან ერთად იკავებს. მეათე ადგილი კი დანიელ სუპერმოდელს დაუტსენ კრეზზ უჭირავს (8 მილიონი აშშ დოლარი).

საერთო ჯამში, 2018 წლის 10-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მოდელმა 113 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

Comments
Loading...