Globalize – სრულფასოვანი საკონსულტაციო სერვისები სტარტაპებისა და ექსპორტიორებისთვის

14

ქართული სტარტაპებისთვისა და ექსპორტიორებისთვის ახალი პლატფორმა
დაარსდა. www.globalize.ge ამ მისამართზეა ახალი საკონსულტაციო ჯგუფის
Globalize-ს შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სტარტაპებისა
და საექსპორტო პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე გაყვანასა და მათი
საქმიანობის გაფართოებას.

როგორც Globalize-ის დამფუძნებელი და აღამსრულებელი დირექტორი, სალომე
კუკავა ამბობს, Globalize-ს გააჩნია უნიკალური ქსელი, რომელიც აეთიანებს
ქართული დიასპორის 5 ათასამდე წარმატებულ პეროსონას მსოფლიოს გარშემო. ეს
არიან ბიზნესმენები, მაღალი რგოლის აღმასრულებლები, ინვესტორები, რომლებიც
მზად არიან ინვესტირება განახორციელონ ქართულ სტარტაპებსა და საექსპორტო
პროდუქტებში, ასევე გაუზიარონ წარმატება მცირე და საშუალო რგოლის ახალბედა
ბიზნესებს.

“Globalize მჭიდროდ თანამშრომლობს ასევე საინვესტიციო ჯგუფებთან,
საერთაშორისო ინსტიტუციებთან და დონორებთან. Globalize გუნდში გაერთიანდნენ
ადამიანები, რომლებსაც ღრმა ცოდნა და დიდი გამოცდილება გააჩნია სტარტაპების
აქსელერაციისა თუ ქართული საექსპორტო პროდუქტის საერთაშორისო ბაზრებზე
კომერციალიზაციის თვალსაზრისით” – აცხადებს სალომე კუკავა.

Globalize აერთიანებს ადგილობრივ სამუშაო გუნდებს 12 და წარმომადგენლებს 50-ზე
მეტ ქვეყანაში. კომპანია გეგმავს და მართავს საერთაშორისო კონფერენციებს,
ფიჩინგ თუ დემო ღონისძიებებს, თანამშრომლობს გლობალურ სტარტაპ
ფორუმებთან და ამით ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების საერთაშორისო
ბაზრებზე ექსპანსიას. უკვე ჩანიშნულია გლობალაიზის კონფერენცია სილიკონ
ვალიში, კალიფორნიაში, რომელიც აპრილში შედგება. მაისში, პარიზში, გაიმართება
გლობალაიზის ევროკავშირის მასშტაბის კონფერენცია, ხოლო 2022 წლის ბოლოს, გლობალური ფიგურები თბილისის კონფერენციაზე შეიკრიბებიან.

“თავდაპირველად, Globalize დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესსა და სტარტაპებს,
რომ გაფართოვდნენ და გაიტანონ თავიანთი პროდუქცია 12-მდე ქვეყანაში, მათ შორის:
აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი,
ყაზახეთი და ა.შ. Კომპანიის ადგილობრივი გუნდები მალე გაიზრდება იმ ქვეყნებშიც,
სადაც ამ ჯერზე წარმომადგენლებია დანიშნული. Კომპანიის მომსახურების სპექტრი
მოიცავს სერვისებს სტარტაპებისთვის, ექსპორტიორებისა და ინვესტორებისთვის” –
ამბობს სალომე კუკავა.

Globalize-თან თანამშრომლობით, ქართული სტარტაპები და მცირე და საშუალო
ბიზნესის წარმომადგენლები იხელმძღვანელებენ საზღვარგარეთ მყოფი
პარტნიორების ცოდნით და გამოცდილებით, კონკრეტული სამიზნე ქვეყნის შესახებ.
Გარდა სამუშაო ლოკალური ჯგუფებისა და წარმომადგენლობებისა, Globalize
პარტნიორების ქსელი დაკომპლექტებულია რეიტინგული ბიზნეს
პროფესიონალებით, სააგენტოებითა და კომპანიებით.

სალომე კუკავას თქმით, არსით ნოვატორულია ასევე პროექტი სახელწოდებით
„Globalize Dealbook”, რომელიც არის ციფრული პლატფორმა და სრულად ეძღვნება
ქართული სტარტაპების, საექსპორტო პროდუქტებისა და საინვესტიციო პროექტების
უნიკალური სისტემით წარდგენას ინვესტორების წინაშე. წვდომა კი დაშვებულია
მხოლოდ Globalize-ს პარტნიორი ინვესტორებისთვის.

Comments
Loading...