Google- მა CrossCheck-ის პროექტი დაიწყო, რომელიც ახალი ამბებს დეზინფორმაციისგან გამიჯნავს,- ამის შესახებ TechCrunch იტყობინება.
CrossCheck-ის მიზანია ონლაინ რეჟიმში გადამოწმებული და უტყუარი ინფორმაცია გავრცელდეს.
კერძოდ, მედია და IT კომპანიები ყველა შესაბამის ნორმას გააძლიერებს, რათა ახალ ამბებსა და პუბლიკაციებში გავრცელებული ჭორები დაუყოვნებლივ გამოაშკარავდეს და ინტერნეტში წაიშალოს.
CrossCheck-ის პროგრამა მუშაობას 2017 წლის 27 თებერვალს იწყებს და ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს აქტიურად იმუშავებს.
როგორც ცნობილია, დეზინფორმაციის გავრცელებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, მარტინ შულცი და გერმანიის იუსტიციის მინისტრი, ჰეიკო მაასიც ეწინააღმდეგებიან.
მარტინ შულცის განმარტებით, დეზინფორმაციის გავრცელებით პირადი უფლებები ირღვევა და ეს ფაქტი დემოკრატიას აზიანებს. ევროპარლამენტის პრეზიდენტი Facebook-ში 24 საათიანი ცხელი ხაზის ამოქმედებას მოითხოვს, რომელიც დეზინფორმაციას და მავნე წერილებს გამოაშკარავებს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი დროულად არ განიხილება, მაშინ კომპანია დაჯარიმდება. "სოციალური ქსელებს თავის მხრივ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ," განაცხადა შულცმა. გერმანიის პარლამენტის დეპუტატმა, თომას ოპერმანმა ბუნდესტაგს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა შესთავაზა.
ჟურნალ "Der Spiegel"-თან საუბრისას მან განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებები აუცილებელია. იგი ვარაუდობს, რომ თუ მავნე მასალის და დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში ერთი დღის ვადაში მათზე შესაბამისი რეაგირება არ მოხდება, facebook-სა და მსგავს სოციალური ქსელებს ჯარიმის სახით 500,000 ევროს ($ 522,000) გადახდა უნდა დაეკისროთ.