Google-მა თანამშრომლებს, სამუშაო ადგილზე ყოფნისას პოლიტიკის შესახებ საუბარი აუკრძალა

84

ამერიკულმა კომპანიამ Google, თავისი თანამშრომლების ქცევის წესები განაახლა. ამის შესახებ Forbes წერს. ახალი წესების მიხედვით, თანამშრომლებს აკრძალული აქვთ პოლიტიკისა და ახალი ამბების შესახებ საუბარი სამუშაო ადგილზე ყოფნისას.

„ჩვენი მთავარი მოვალეობაა იმ სამუშაოს შესრულება, რის გამოც ჩვენ აქ დაგვიქირავეს და არა დროის კარგვა დებატებში არასამუშაო თემების შესახებ სამუშაო ადგილზე ყოფნისას“, – ნათქვამია რეკომენდაციებში.

გარდა ამისა, კომპანია თხოვს თავის თანამშრომლებს, რომ არ დაამცირონ ერთმანეთი და შეურაცხოფა არ მიაყენონ კოლეგებს, პარტნიორებსა და სხვა ადამიანებს, მათ შორის საზოგადო მოღვაწეებს.

Google აღნიშნავს, რომ თანამშრომლების ნათქვამმა შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს კომპანიაზე და საძიებო სისტემის მომხმარებლებზე.

Google-ში აღნიშნავენ, რომ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, სიტუაციაში ჩაერევიან მენეჯერები და მოდერატორები.

Comments
Loading...