ამერიკული კორპორაცია Google ინტერნეტ ბრაუზერში Google Chrome, რეკლამების დაბლოკვის ფუნქციას მიმდინარე წლის 9 ივლისიდან აამოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაცია კორპორაციის ოფიციალურ ბლოგზე ვრცელდება.
“Chrome გააძლიერებს მომხმარებლების დაცვას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეწყდება აგრესიული და თავსმოხვეული რეკლამების ჩვენება საიტებზე’, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, არასასურველ რეკლამებს შორის მოიაზრება ყველა სახის აგრესიული რეკლამა, რომელიც მომზადებულია ორგანიზაცია Coalition for Better Ads მიერაც.
ამ ეტაპზე, ეს ფუნქცია Google Chrome-ის მომხმარებლებისთვის მხოლოდ აშშ-ის, აკანდისა და ევროპის ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი.