GWP: გლდანის მასივის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

369

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დედაქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით, ურდულების და რეგულატორების პროგრამას აგრძელებს. გლდანის მასივში, ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 7 მარტს განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

სამუშაოები ერთდროულად,  წყალსადენის ქსელის ოთხ სხვადასხვა მონაკვეთზე, გლდანის მე-6 და მე-7 მიკრორაიონებში, ჩატარდება.  აღნიშნულ მისამართებზე, დამატებით ოთხი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება, რის შემდეგაც გლდანის მასივის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

თბილისის მასშტაბით 2700 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 230 წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ელემენტები დედაქალქს 20-30 წლის განმავლობაში მოემსახურება. შედეგად, ტექნიკური სამუშაოების დროს,  წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება. კომპანია პროექტში 7 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

გლდანის რაიონში, აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც

ხვალ, 7 მარტს, საღამოს 20:00 საათიდან, 8 მარტის, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში:

გლდანის მასივის III, IIIა, V – VIII მიკრორაიონებს; სოფელ გლდანს და გიორგი წმინდას; ბერთუბნის დასახლებას;

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით –  – http://www.gwp.ge

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

Comments
Loading...