კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გლდანის მასივში, წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის, ტექნიკურ სამუშაოებს დღეს, 1-ელ მარტს განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
სამუშაობი ერთდროულად, წყალსადენის ქსელის ოთხ სხვადასხვა მონაკვეთზე, გლდანის მე-7 მიკრორაიონის 21-ე „ბ“ კორპუსთან, ასევე მე-7 მიკრორაიონის, მე-6 კორპუსის ორ მონაკვეთზე და ტიულენევი-ხიზანიშვილის ქუჩების კვეთაზე, ჩატარდება. აღნიშნულ მისამართებზე, დამონტაჟდება ოთხი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი წყლის წნევის რეგულატორი, რის შემდეგაც გლდანის მასივის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 1-ელ მარტს, საღამოს 20:00 საათიდან, 2 მარტის, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში:
გლდანის მასივის მე-3, მე-3ა, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს; სოფელ გლდანს და გიორგი წმინდას; ბერთუბნის დასახლებას; გლდანის საპატიმროს; ბეტონის ქარხანა -,,ჰაიდერბერგცემენტს“;
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით – – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.