ვაზისუბნის მიკრორაიონების მთავარ მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ამ დროისთვის, წყალსადენის 200 მეტრი სიგრძის ქსელი უკვე შეცვალა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალსადენის ქსელის 700 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება და ევროსტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება.
ასევე, ქსელის განვითარების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 200 მეტრი სიგრძის წყალსადენის ახალი ქსელი მოეწყობა. შედეგად ვაზისუბნის მიკრორაიონების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში 282,000 ლარის ინვესტიციას ახორცელებს. სამუშაოები სექტემბრის პირველ ნახევარში დასრულდება.