"ნაძალადევის რაიონში, თემქის მე-4 მიკრორაიონში, N154-ე სკოლის მიმდებარედ, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკურ-აღდგენითი ჯგუფები ურთულეს სამუშაოებს ასრულებენ. დაზიანება, თემქის მე-4 მიკრორაინში, 900 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალურ ქსელზეა, რაც ბოლო პერიოდში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის ფონზე მოძველებული ქსელის დეფორმაციამ გამოიწვია", – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
"ქსელის დაზიანებული მონაკვეთი 3 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული. ფოლადის მაგისტრალური ქსელის მთლიანობის აღსადგენად ტექნიკური ჯგუფები ურთულეს შედუღებით სამუშაოებს ჩაატარებენ.
ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 8 თებერვალს, საღამოს 20:00 საათიდან, ხვალ, 9 თებერვლის, 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში:
გმირ კურსანტთა ქუჩას.
ნაძალადევის რაიონში:
გურამიშვილის გამზირის ნაწილს, სანზონის დასახლების ნაწილს, ცოტნე დადიანის, თიანეთის, ჩარგლის ქუჩების ნაწილს და გვაზაურის მე-2 გასავალს.
ჟინვალის, ზიგზაგის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, მეუნარგიას, რიონჰესის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – – http://www.gwp.ge.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", – აღნიშნულია განცხადებაში.
Comments
Sign in
Sign in
Recover your password.
A password will be e-mailed to you.