GWP: პეკინის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი თვის ანგარიში

340

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა პეკინის გამზირზე, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბური სარეაბილიტაციო  სამუშაოების 60% უკვე დაასრულა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

სამუშაოების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში, კომპანიამ პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს   სრულად შეცვალა  355 მმ-იანი და 160 მმ-იანი წყალსადენის 1.5 კმ სიგრძის  ქსელი.  ექსპლუატაციაში გაშვებამდე განახლებულ წყალსადენის ქსელს ჰიდროტესტირება და ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა.

გადაერთებითი სამუშაოების შემდეგ, ახალი ქსელის ტრანშეა  მოწესრიგდა:  ინერტული მასალით შეივსო, კომპაქტირება ჩატარდა  და თბილისის მუნიციპალური ლაბრატორიის მიერ შემოწმდა.

კომპანიამ სამუშაოების პროცესში სრულად განაახლა 1000მმ-იანი, 1200მმ-იანი და 500მმ-იანი  ფოლადის მაგისტრალური მილების 600  მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი.

წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, პეკინის გამზირზე წყალსადენის ქსელზე ახალი ინფრასტრუქტურული ელემენტები,  მსოფლიო ლიდერი ბრენდის, ავეკას 40 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.

წყალარინების 400 მეტრიანი გვირაბის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება.  სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულდა და საექსპლუატაციო ჭა მოეწყო.

პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს წყალსადენის ქსელის სრულად შეცვლის შემდეგ,  რეაბილიტაცია ახალ ფაზაში გადავიდა: 1000 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთის გასაახლებლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს  მსოფლიოს  წამყვანი გერმანული  კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტები ახორციელებენ.

ასევე, მომდევნო ეტაპზე, პეკინის გამზირის მარჯვენა მხარეს სრულად შეიცვლება წყალსადენის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იანი 1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.

სარეაბილიტაციო პროექტში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 3მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანია წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე  მასშტაბურ სამუშაოებს  აგვისტოში  დაასრულებს.

Comments
Loading...