Instagram-ს ახალი ფუნქციები დაემატება

97

Instagram-ის ხელმძღვანელობამ მთელი რიგი განახლებების შესახებ განაცხადა, რომელთა შორის არის მომხმარებლის ანგარიშის ვერიფიკაცია. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას კომპანია თავის ვებ-გვერდზე ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თუკი მომხმარებელს უნდა, რომ ზემოთ აღნიშნული ახალი ფუნქციის გრაფა გამოჩნდეს მის ინსტაგრამზე, აუცილებლობაა, რომ ფუნქციებში თავისი ნამდვილი სახელი და გვარი მიუთითოს და თან დაურთოს ფოტო, რომელიც დაადასტურებს მის ვინაობას.

გარდა ამისა, Instagram დაამატებს კიდევ ერთ გრაფას, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად ცხოვრობს მომხმარებელი, არ იყო მისი ადრინდელი ზედმეტსახელები და კიდევ სხვა ინფორმაცია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი ფუნქციები მოხმარებაში უახლოეს მომავალში ჩაეშვება.

Comments
Loading...