Instagram-ს ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია დაემატა

41

სოციალურ ქსელ Instagram-ს ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის ფუნქცია დაემატა. ამის შესახებ კომპანია ოფიციალურ ინფორმაციას ტვიტერზე ავრცელებს.

“დღევანდელი დღიდან დაწყებული, შეგიძლიათ ხმოვანი შეტყობინებები გააგზავნოთ Direct-ში. ხმოვანი შეტყობინების გაგზავნისთვის უნდა დააწვეთ მიკროფონის ნიშანს Direсt-ში”, – ნათქვამია გავრცელებულ შეტყობინებაში.

მარტში გამოცემამ TechCrunch გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოციალური ქსელი უკვე მუშაობდა ხმოვანი შეტყობინებების სერვისზე. გამოცემის მოსაზრებით, ახალი მომსახურებით, Instagram-ი ალტერნატივა გახდება მისი კონკურენტი Snapchat-ისთვის.

Instagram-ის მომხმარებელთა რაოდენობამ ივნისში მილიარდს მიაღწია. აგრეთვე ზუსტად მაშინ გამოჩნდა მომსახურება IGTV, სადაც მომხმარებლებს ვერტიკალური ვიდეოების განთავსება შეუძლიათ. ვიდეოების ხანგრძლივობა კი მაქსიმუმ 1 საათს შეადგენს.

Comments
Loading...