JPMorgan ევროპული ვალუტის დაცემას 1.12 დოლარამდე (ახლა1.16$) ვარაუდობს. აქამდე პროგნოზი – ევროს კურსი დოლართან მიმართებაში 1,2 დოლარს წარმოადგენდა. შემცირებამ 5% შეადგინა. სპეციალისტების აზრით, ვალუტის აღდგენა 2019 წელსაა მოსალოდნელი.
ანალიტიკოსები ევროს აღდგენას მომავალ წლამდე არ ელოდებიან და 2018 წელს ვალუტისთვის "დაკარგულად" მიიჩნევენ. ამის შესახებ Bloomberg-ი გავუწყებს.
კურსზე მოქმედი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინვესტორების შიში გახდა, რომელიც იტალიის ბიუჯეტთან დაკავშირებულ მომავალ მოლაპარაკებებს ეხება.
მიმდინარე კვირას, შვეიცარიის ფინანსურმა ჰოლდინგის (UBS) სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ევროპული ვალუტა "გასაოცრად" სუსტია.